ანონსები
2018 წლის 18 ივნისს, ორშაბათს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა და სტუდენტთა სამეცნიერო საბჭო ატარებს სტუდენტთა III კონფერენციას თემაზე „ჯანდაცვა პლუსი“.
კონფერენციის სამუშაო სესიები:
კონფერენციის მასალები სამეცნიერო სტატიების, ლიტერატურის მიმოხილვებისა და აბსტრაქტების სახით გამოქვეყნდება ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საერთაშორისო ჟურნალში: „Caucasus Journal of Health Sciences and Public Health“. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სერტიფიკატები.
კონფერენციის მონაწილეთა ონლაინ რეგისტრაცია და მასალების ატვირთვა დაიწყება 1 მაისს და დასრულდება 31 მაისს ვებ-გვერდზე: http://caucasushealth.ge/
ამავე ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სამეცნიერო სტატიების, ლიტერატურის მიმოხილვებისა და აბსტრაქტების ნიმუშები და მომზადების გაიდლაინები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სკოლის ასისტენტს - მირანდა ნონიკაშვლს. ელ. ფოსტა: m.nonikashvili@ug.edu.ge
მობ.: 598 84 39 72.